четверг, 24 марта 2011 г.


ლიბია კვლავ რჩება კიდევ ერთ ცხელწერტილად მსოფლიოში. 10 ხმა 5-ის წინააღმდეგ - გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის ცა, არასაფრენ ზონად გამოაცხადა.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსმა, ჩინელმა, ბრაზილიელმა, გერმანელმა და ინდოელმა დიპლომატებმა. როგორც უშიშროების საბჭოს წევრები განმარტავენ, გადაწყვეტილება ორიენტირებულია ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვაზე.

რეზოლუციას ლიბიის მთავრობა რამდენიმე საათში გამოეხმაურა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართულ პრეს-კონფერენციაზე მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს ვინც მხარი არ დაუჭირა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას. ლიბიის მედია საშუალებებით პოლკოვნიკ კადაფის რადიო მიმართვაც გავრცელდა. იგი ბენგაზიში გამაგრებულ მეამბოხეებს სასტიკი ანგარიშსწორებით დაემუქრა.